CIA-ს დირექტორი: კუთხეში მომწყვდევის შემთხვევაში, პუტინი შესაძლოა, „საკმაოდ საშიში და უგუნური" იყოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, „საკმაოდ საშიში და უგუნური იყოს, თუ ის კუთხეში იქნება მომწყვდეული, განაცხადა CIA-ს დირექტორმა უილიამ ბარნსმა CBS-სთან ინტერვიუში.

მისივე შეფასებით, პუტინი უნდა იყოს შეშფოთებული, არამხოლოდ იმაზე, რაც ხდება უკრაინის ბრძოლის ველზე, [არამედ] რა ხდება რუსეთის შიგნით და საერთაშორისო დონეზე“.

ბანრსის თქმით, ჩინეთის მხრიდან „უსაზღვრო მეგობრობის“ დაპირების მიუხედავად, პეკინმა უარი თქვა სამხედრო მხარდაჭერის შეთავაზებაზე, რომელიც პუტინმა მოითხოვა.

ბარნსის ვარაუდით, რუსეთის მზარდმა გამოწვევებმა პუტინს ნაკლები არჩევანი დაუტოვა, რაც მას პოტენციურად უფრო სახიფათოს გახდის.